ბენი თრეველი ორმა მეგობარმა, ირაკლი ბერუჩაშვილმა და დავით ნიჟარაძემ დავაფუძნეთ. ისტორია, რომელიც იდეის შექმნას უკავშირდება განსაკუთრებულად საინტერესოა. კომპანიის შექმნის მიზეზი – ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიყვარულია, მიზანი კი – ამ გრძნობის გადმოცემა და გაზიარებაა მთელი მსოფლიოს თითოეული მაცხოვრებლისთვის. ეს ის სიყვარულია, რომელიც ხმამაღლა გინდა მოუყვე ყველას და გააგებინო.
„ერთ დღეს, როდესაც სტუმრად ვიყავი დავითთან და ჩაის მივირთმევდით (ეს იყო 2019 წლის ადრინდელი გაზაფხული, მარტის თვის დასაწყისი), ვსაუბრობდით იმაზე თუ რამდენად ბევრი და ლამაზი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, სულ რაღაც 69 000კმ ზე გაშენებული. უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ჩვენმა წინაპარმა გმირებმა თავდაუზოგავი ბრძოლით და თავგანწირვით შეინარჩუნა… ჩვენი ქვეყანა – ასეთი ლამაზი, გამორჩეული უიშვითესი ბუნებით, მთებით, ზღვებით, ფლორით და ფაუნით. გარდა ულამაზესი ბუნებისა საქართველოს ყველა კუთხეში (10 კუთხე) სხვადასხვა, იმ კუთხისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია შემონახული, რომელიც ჩვენთვისაც კი ეგზოტიკურ აღფრთოვანებებს იწვევს. განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებს ულამაზესი ხედების კადრების დაფიქსირება, ბუნებაში მეგობრებთან ერთად კოცონზე მწვადის შეწვა, უგემრიელესი ქართული ღვინით სადღეგრძელოების თქმა, ამბების მოყოლა, სურნელი, რომელიც მხოლოდ აქ, ამ ჰაერში ტრიალებს. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაბედნიერებს.
ფინჯან ჩაისთან ერთად მოგვეძალა სწორედ ამ დიდი გრძნობების დანაკლისი, ხოდა სწორედ ამ დროს დავითმა გააჟღერა იდეა, დაგვეარსებინა ტურისტული კომპანია, მიგვეღო სტუმრები და გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია, უნიკალური კულტურა, ბუნება, რომლის მსგავსი არსად გექნებათ ნანახი. უძველესი ციხე-სიმაგრეები, ეკლესია- მონასტრები, ტრადიციები, უგემრიელესი და პატივსაცემი ქართული სუფრა, ქართული ღვინო, ყველასგან განსხვავებული სტუმართმასპინძლობა, რომლის შთაბეჭდილების ქვეშ მთელი ცხოვრება დარჩებით. ემოციები, ისტორიები და საინტერესო თავგადასავლები მოგვანდეთ ჩვენ.
ჩვენ ვქმნით თქვენს ისტორიებს